Thursday, May 12, 2016

მე-9 დღე:
9 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით გავიარე ინტელის საგანმანათლებლო კურსის ტრენინგი ისტის ინტეგრირებით, ვისწავლეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა ,სასწავლო ნიმუშების შექმნა , პროექტში შემავალი აქტივობების შეფასება, შევქმენით მათთვის ცალ-ცალკე საქაღალდეები, შევქმენი და ვაწარმოე ჩემი პორთფოლიო,    ვისწავლეთ საქაღალდეების ატვირთვა ბლოგზე.  მოცემული ტრენინგი დამეხმარება სწავლის პროცესის გაუმჯობესებაში,მოსწავლე-თა ცოდნის დონის ამაღლებაში,რადგან პოექტით სწავლების მიზანი სწორედ მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას ითვალისწინებს.

Monday, May 9, 2016

მე-8 დღე:
     განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლებისა და ფასილიტაციის ნიმუშები,ვისაუბრეთ, როგორ გავხადოთ მოსწავლეები თვითრეგულირებად მსწავლელებად,შევარჩიეთ ფასილიტაციის ნიმუშებიდან მოსწავლეთა დაწყვილების აქტივობები.

Sunday, May 8, 2016

გავეცანით სხვადასხვა აქტივობების შეფასების რუბრიკებს, შევარჩიეთ და ჩამოვტვირთეთ ჩვენთვის სასურველი რუბრიკები.

Saturday, May 7, 2016

მე-6 დღე:  განვიხილეთ გეგმები, მივეცით უკუკავშირი. დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ვიმუშავეთ საპრეზენტაციო ფაილის დიზაინზე და ვისწავლეთ მისი ატვირთვა ბლოგზე.

Sunday, April 24, 2016

მე-5 დღე
ვისწავლეთ,  როგორ მოვიძიოთ,ჩვენ მიერ გამოყენებული მასალის ლინკი და   გადავიტანოთ ბიბლიოგრაფიის ფაილში. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და მათ გამოყენების წესებზე.შევქმენით საპრეზენტაციო ფაილის ჩონჩხი.

Saturday, April 23, 2016

ტექნიკური ხარვეზების გამო მე-3 დღეს ვერ განვათავსე რეფლექსია.გამოვყავი  სტანდარტები,რომლებიც შეესაბამება ჩემ კონკრეტულ თემას, გავეცანი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების ნიმუშებს.


მე-4 დღე:    ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე,ვნახეთნიმუშები.ვივარჯიშეთ თვალსაჩინო დიაგრამებისა და ცხრილების შექმნაზე.

Sunday, April 10, 2016

მე-2 დღე

მიმოვიხილეთ დაგეგმილი აქტივობები , ვისწავლეთ შაბლონებსა და გაზეთზე მუშაობა ონლაინში, დავათვალიერეთ ნიმუშები.

Saturday, April 9, 2016

1 დღე

ზოგადად მიმოვიხილეთ პროექტზე მუშაობუს ეტაპები, გავეცანით 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, ვისწავლე მასში დასამახსოვრებელი ადგილების ჩანიშვნა.